ჩვენმა მკითხველმა უკვე იცის, რომ ფეისბუქზე გამოქვეყნებულ ნებისმიერ სტატუსს იმაზე მეტი რამის თქმა შეუძლია ადამიანზე, ვიდრე თავად ავტორმა ჩაიფიქრა. თუმცა, მხოლოდ სტატუსი კი არა, პროფილის სურათიც ბევრს ამბობს სოციალური ქსელის მომხმარებელზე.

სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ ყველაზე მრავლისმთქმელი 10 სურათი ამოგვერჩია და პირველი შთაბეჭდილება გაგვეზიარებინა თქვენთვის.

1. მანქანის ფონზე

ფოტო: Shutterstock

მანქანის ფონზე გადაღებულ ფოტოებს ხშირად პატრონის პრიორიტეტების შესახებ ბევრი რამის თქმა შეუძლია. გილოცავთ, რომ ოცნება აიხდინეთ, შემდეგი ოცნება რამხელაძრავიანი იქნება?!

2. წელზემოთ შიშველი

ფოტო: Pinterest

მაშინვე იქმნება შთაბეჭდილება, რომ საქმე პროფესიონალ, ჩამოყალიბებულ, დაღვინებულ ადამიანთან გვაქვს. განა მართლა, ვხუმრობთ!

3. სხვისი ფოტო

ფოტო: The Balance

გუგლში ნაპოვნი მოდელი კაცების ფოტოებით ძირითადად ყალბი პროფილის მქონე ადამიანები სარგებლობენ ხოლმე და მერე იმედოვნებენ, რომ მხოლოდ ქართული სახელით და გვარით შეიყვანენ ადამიანებს შეცდომაში.

4. ბავშვები

ფოტო: Discover Magazine Blogs

საქმე გაქვთ მრავალშვილიან და ოჯახის მოყვარულ დიასახლისთან. ასეთ პროფილს ხანდახან თან ერთვის მოკლე აღწერა (ლუკაკოს დედიკო).

5. პროფილის სურათის გარეშე

ფოტო: The Gazette Review

ვირტუალური მეგობრის პროფილის სურათის წაშლას დიდი შანსია შემდეგი ნაბიჯიც მოჰყვეს - "natali gauqmebulia gauqmebulia"

6. ეიფელის კოშკის ფონზე

ფოტო: Shutterstock

პროფილის სურათად ეიფელის კოშკისა თუ სხვა ღირშესანიშნაობების ფონზე გადაღებულ ფოტოებს ძირითადად მოგზაურობის მოყვარული ადამიანები იყენებენ ხოლმე. რა თქმა უნდა, ცუდი ამაში არაფერია, უბრალოდ გვშურს.

7. ცხოველებთან ერთად

ფოტო: YouTube

ყველაზე საყვარელი და კეთილი.

8. უნივერსიტეტში

ფოტო: The Mix

უნივერსიტეტში გადაღებული ფოტო იმას ნიშნავს, რომ ადამიანს დიდი სამომავლო გეგმები აქვს. ასეთი ადამიანების კედელზე ასევე ნახავთ სქრინს sms.tsu.ge-დან, სადაც შესაშური ქულები წერია.

9. ფოტო კარავთან

ფოტო: youtube

ასეთი ადამიანის პირად კედელზე ხშირად ნახავთ ორგანიზებული ექსკურსიების შემოთავაზებებს.

10. ერთ-ერთ კლუბში

ფოტო: Atlantis The Palm

ანუ ცოტა ძაან გასული ტიპის პროფილზე მოვხვდით.