Amazon კიდევ ერთი სერიალის გადაღებას გეგმავს, პროექტის აღმასრულებელ პროდიუსერად კი სტივენ სპილბერგი მიიწვიეს.

როგორც ცნობილია, სპილბმერგს კორტესის შესახებ სერიალის გადაღება ჯერ კიდევ 2012 წელს სურდა.

მიუხედავად იმისა, რომ სერიალს მხოლოფ ოთხი ეპიზოდი ექნება, მისი მისამართით დიდი მოლოდინი უკვე არსებობს, თუნდაც იმიტომ, რომ სცენარ სტივენ ზეილინი დაწერს, რომელსაც სპილბერგთან უკვე უმუშავია ფილმზე - შინდლერის სია.

გარდა ამისა ზეილინს ეკუთვნის სცენარები ისეთი ფილმებისთვის, როგორებიცაა - ნიუ-იორკის ბანდები, ამერიკელი განგსტერები, გოგონა დრაკონის ტატუთი და ა.შ.

ფილმში მთავარ როლს ხავიერ ბარდემი შეასრულებს.

ერნან კორტესი ესპანელი კონკისტადორი იყო, რომელმაც დაიპყრო მექსიკა და გაანადგურა აცტეკთა იმპერია. მისი ცხოვრების შესახებ ძალიან მწირი ინფორმაციაა შემონახული, ამიტომ კორტესის პიროვნებისა და მემკვიდრეობის შესახებ ისტორიკოსები საკმაოდ განსხვავებულ ვარაუდებს გამოთქვამენ.