პაკისტანში პირველად ახალი ამბების წამყვანი ტრანსგენდერი ქალია. 21 წლის მარვია მალიკის შესახებ ინფორმაციას, CNN წერს.

მალიკი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული პაკისტანური ტელეკომპანიის, კოჰინორ ნიუსის ახალი ამბების წამყვანი 23 მარტიდანაა. წამყვანის თქმით, მას სურს დაამტკიცოს, რომ პაკისტანელ ტრანსგენდერებს შეუძლიათ ყველა ტიპის საქმის კეთება და ისინი ჩვეულებრივი წევრები არიან მოსახლეობის.

მალიკის ტელევიზიაში გამოჩენას დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა პაკისტანურ საზოგადოებაში. მალიკი არ მალავს, რომ მას სურს იქცეს პაკისტანის ტრანსგედერი საზოგადოებისთვის მისაბაძ მაგალითად.

პაკისტანში სულ 200 მილიონი ადამიანი ცხოვრობს. აქედან 2017 წლის მონაცემებით, 10 000 ტრანსგენდერია. წლეულს პაკისტანის სენატმა გამოსცა კანონი, რომელიც ტრანსგენდერებს დისკრიმინაციისგან იცავს.