ინგლისის ნაკრების ყოფილმა კაპიტანმა დევიდ ბექჰემმა თავისი ცხოვრების ის ეპიზოდი გაიხსენა, როცა 12 წლის იყო და მწვრთნელმა უთხრა, ინგლისის ნაკრებში ვერასოდეს ითამაშებ, რადგან ზედმეტად პატარა ხარო.

როგორც უკვე იცით, მწვრთნელის სიტყვები არ გამართლდა და ბექჰემმა ინგლისის ნაკრების მაისური 115 შეხვედრაში მოირგო. ამ მაჩვენებლით იგი მესამეა და მხოლოდ უეინ რუნისა (119) და პიტერ შილტონს (125) ჩამორჩება.

"12 წლის ვიყავი, როცა მითხრეს რომ ნაკრებში ვერასოდეს ვითამაშებდი".

"მეუბნებოდნენ რომ პატარა და სუსტი ვიყავი. საბოლოოდ კი ნაკრებში 115 შეხვედრა ჩავატარე, გუნდს ვუკაპიტნე, მონაწილეობა მივიღე მსოფლიოს სამ ჩემპიონატში და საკმაოდ კარგი კარიერაც მქონდა".

ბექჰემის თქმით, ეს ერთგვარი მესიჯია ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის, რომ საკუთარი თავის რწმენა არ დაკარგონ:

"ამით მინდა ვუთხრა ახალგაზრდა ფეხბურთელებს, რომ მათ არაერთი რთული მომენტის გადალახვა მოუწევთ და მთავარია, რწმენა არ დაკარგონ, უყვარდეთ ფეხბურთი და სიამოვნება მიიღონ თამაშისგან".