მოახლოებული მსოფლიო ჩემპიონატის წინ არგენტინელმა სუპერვარსკლავმა ლიონელ მესიმ საკუთარი ნაკრების შანსებსა და განწყობაზე ისაუბრა.

"მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში მარცხი (2014) მძიმე გადასატანი იყო. ახლა გვსურს, რომ ცუდ მოგონებებსა და იმედგაცრუებას გამარჯვება ჩაენაცვლოს".

"ჩვენი განწყობა ასეთია: ან ახლა, ან არასოდეს. ვხვდებით, რომ ამ ფორმაციის არგენტინის ნაკრებიდან ზოგიერთი ფეხბურთელისთვის ეს უკანასკნელი მსოფლიო ჩემპიონატია".

მიუხედავად ამ განწყობისა, არგენტინელთა კაპიტანი არ თვლის, რომ არგენტინა ნომერ პირველი ფავორიტია:

"ამ მომენტისთვის მსოფლიო ჩემპიონატის ფავორიტთა შორის, ჩვენ პირველ ადგილზე ნამდვილად არ ვართ. ესპანეთს, გერმანიას, ბრაზილიასა და საფრანგეთს ჩვენზე გაცილებით უკეთესი გუნდი ჰყავს" - აღნიშნა მესიმ.