BBC-ის ინფორმაციით, პენტაგონმა ISIS-ის ერთ-ერთი ლიდერის თარხან ბათირაშვილის, იგივე ომარ ალ-შიშანის, სიკვდილი დაადასტურა.

ოფიციალური ცნობის თანახმად, მისი სიკვდილი ამერიკული სამხედრო ძალების თავდასხმის შედეგად მიყენებულმა ჭრილობებმა გამოიწვია. 4-დან 14 მარტის ჩათვლით, ალ-შიშანი კლინიკური სიკვდილის მდგომარეობაში იმყოფებოდა.

ISIS-ზე სამხედრო იერიშის შემდეგ, დასავლური მედია ამერიკის სამხედრო ძალის წარმომადგენლებზე დაყრდნობით ავრცელებდა ინფორმაციას თარხან ბათირაშვილის სავარაუდო ლიკვიდაციის შესახებ. რომელიც მოგვიანებით არ დადასტურდა.

Agence France-Presse-მა სირიაში მყოფი მონიტორინგის ჯგუფ Syrian Observatory for Human Rights-სგან შეიტყო, რომ ომარ ალ-შიშანი ცოცხალი იყო და ჰასაკეს პროვინციაში არსებულ საავადმყოფოში მკურნალობდა. ჰასაკეს პროვინცია რაქაში მდებარეობს. ტერიტორიას მკაცრად აკონტროლებს ISIS.

აბუ ომარ ალ-შიშანი IS-ის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიან ლიდერად მოიაზრებოდა. მის სანაცვლოდ 5 მილიონი აშშ დოლარი იყო დაწესებული. 2010 წლამდე თარხან ბათირაშვილი საქართველოს არმიაში მსახურობდა.