ბრიტანეთში ყოფილი რუსი აგენტის სერგეი სკრიპალის მოწამვლის სკანდალის გამო, ისლანდიის ლიდერები ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატზე რუსეთში არ გაემგზავრებიან. ამის შესახებ ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ტვიტერის საკუთარ გვერდზე დაწერა.

14 მარტს ცნობილი გახდა, რომ ბრიტანელმა პოლიტიკოსებმა და სამეფო ოჯახის წევრებმა რუსეთისადმი პროტესტის ნიშნად უარი თქვეს 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის დასწრებაზე.

სერგეი სკრიპალისა და მისი შვილის სიკვდილის შემდეგ, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ტერეზა მეიმ განაცხადა, რომ რუსეთთან ურთიერთობა ისეთივე ვეღარ იქნებოდა, როგორც უწინ.

ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატი რუსეთში 2018 წლის 14 ივნისიდან 15 ივლისამდე ჩატარდება.