რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხედებით, რიგი ქვეყნებიდან რუსი დიპლომატების გაძევება უკვალოდ არ ჩაივლის და მოსკოვი "არამეგობრულ ნაბიჯს" უპასუხებს.

"ლონდონისთვის არაერთი მიმართვის მიუხედავად, რუსულ მხარეს ამ ეტაპზე არანაირი ინფორმაცია არ აქვს [საუბარია სერგეი სკრიპალისა და მისი შვილის მოწამვლაზე]. ამომწურავი და ობიექტური მონაცემები არც დიდი ბრიტანეთის მოკავშირეებს აქვთ, რომლებიც საღი აზრის, ცივილური სახელმწიფოთაშორისი დიალოგისა და საერთაშორისო სამართლის საზიანოდ ევროატლანტიკური ერთიანობის პრინციპს ბრმად მიჰყვებიან", - ნათქვამია განცხადებაში.

დღეს, 26 მარტს ცნობილი გახდა, რომ აშშ 60 რუს დიპლომატს გააძევებს, ასევე სიეტლში რუსეთის საკონსულო დაიხურება. დიპლომატების გაძევების მიზეზი, ბრიტანეთში 4 მარტს ყოფილი რუსი ჯაშუშის სერგეი სკრიპალისა და მისი შვილის ნერვო-პარალეპტიკური ნივთიერებით მოწამვლა გახდა, სკრიპალისა და მისი შვილის მოწამვლის უკან დიდი ალბათობით, რუსეთი იდგა.

რუს დიპლომატებს ქვეყნიდან გააძევებს ევროკავშირის 11 ქვეყანაც. საფრანგეთი, გერმანია და პოლონეთი თითოეული ქვეყნა ოთხ-ოთხ რუს დიპლომატს გაააძევებს. უკრაინა ქვეყნიდან 13 დიპლომატს აძევებს.

რუსეთიდან თავისი ელჩის გაწვევის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო ევროკავშირმაც. დიპლომატების გაძევების პირველი ტალღა დიდი ბრიტანეთიდან წამოვიდა.

ლონდონი ნაბიჯის საპასუხოდ რუსეთმა 23 ბრიტანელი დიპლომატი უკვე გააძევა.