ესპანეთისა და არგენტინის ნაკრებებს შორის გასამართი ამხანაგური მატჩის წინ ესპანელთა ნახევარმცველმა კოკემ ბარსელონასა და არგენტინის ნაკრების ლიდერ ლეო მესიზე ისაუბრა.

"ჩემთვის სწორედ მესია საუკეთესო. როცა მოედანზე მის წინააღმდეგ გამოდიხარ, მხოლოდ იმაზე ფიქრობ, რომ ეს მისი საუკეთესო დღე არ იყოს".

კოკეს თქმით, მესის შეჩერება შეუძლებელია.

"როცა იგი მოძრაობას იწყებს, შესაძლოა, დაინახო და ბურთის წასართმევადაც მოემზადო... მაგრამ მაინც გაგცდება. ან თავის კრეატიულობას გამოიყენებს და რაიმე სხვას მოიფიქრებს".

"რატომ უჭირთ მისი შეჩერება? უბრალოდ იმიტომ, რომ ეს თითქმის შეუძლებელია".