ცნობილმა ამერიკელმა პორნოვარსკვლავმა, სტეფანი კლიფორდმა, რომელიც სტორმი დენიელსის სახელით არის ცნობილი აშშ-ს პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს მუქარაში ადანაშაულებს. სტეფანი კლიფორდმა CBC-სთან მიცემულ ინტერვიუში მასსა და ამერიკის დღევანდელ პრეზიდენტს შორის აგორებულ სექსუალურ სკანდალზე ისაუბრა.

პორნოვარსკვლავმა CBC-ს განუცხადა, რომ 2011 წელს ლოს-ანჯელესში მანქანების გაჩერებაზე მასთან და მის მცირეწლოვან შვილთან უცნობი კაცი მივიდა და ურჩია, რომ ტრამპისთვის თავი დაენებებინა. კლიფორდმა აღნიშნა, რომ საუბრის დროს უცნობმა მზერა მის შვილზე გადაიტანა და დასძინა, რომ "სამწუხარო იქნებოდა, მის დედას რამე მოსვლოდა".

8 მარტს ტრამპმა პორნოვარსკვლავს სასამართლო პროცესი მოუგო. ტრამპის ადვოკატის სარჩელი ეფუძნებოდა ხელშეკრულებას, რომელიც 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებამდე გაფორმდა პრეზიდენტობის კანდიდატსა და ვარსკვლავს შორის. შეთანხმების თანახმად, პორნოვარსკვლავს ეკრძალებოდა საჯაროდ საუბარი 2006 წელს მასა და ტრამპს შორის მომხდარ სექსუალურ აქტზე. ამ შეთანხმების სანაცვლოდ დენიელსმა 130 ათასი ამერიკული დოლარი მიიღო.

ახლა ტრამპის ადვოკატები პორნოვარსკვლავისგან 20 მილიონი დოლარის კომპენსაციის გადახდას ითხოვენ. თუმცა ტრამპი უარყოფს დენიელსთან რაიმე სახის ურთიერთობას. იმ დროს, 2006 წელს ტრამპის ცოლი უკვე იყო მელანია ტრამპი და მისგან შვილსაც ელოდებოდა.