კამპანიის "კაცები ზრუნავენ" ბანერები საქართველოს ქალაქებში გამოჩნდა (ფოტოები)
კამპანიის "კაცები ზრუნავენ" ეგიდით დღეიდან თბილისის ქუჩებში ასეთ ბანერებს ნახავთ. ამჯერად ბანერებს შეხვდებით რეგიონებშიც, კონკრეტულად, ზუგდიდსა და თელავში.
ბანერებზე კამპანიის "კაცები ზრუნავენ" მონაწილეები თავიანთ შვილებთან ერთად არიან გადაღებული და სხვა მამებს მოუწოდებენ, მეტი დრო დაუთმონ შვილებსა და ოჯახს.
ალექსანდრე ლორთქიფანიძე
"ხანდახან ვფიქრობ, ეს ხომ ისედაც აშკარაა, ეს ხომ ისედაც ასეა, რა საჭიროა იმის აღნიშვნა, რომ კაცები ზრუნავენ, განა არ უნდა იზრუნონ? ანუ, შესაძლებელია, ჩემი ცისთვალება შვილს ვუყურებდე და შემეძლოს თუნდაც რაიმე მცირეოდენ დეტალს ყურადღება არ ვივაქციო? არ ვიზრუნო? ყურადღება არ მივაქციო? ანდა ჩემს მეუღლეს, ადამიანს, რომელსაც სიყვარული ავუხსენი და შევფიცე, ადამიანს, რომელიც ყოველდღე ძვირფასია ჩემთვის, შეიძლება, რომ თითოეული შესაძლებლობისთანავე საქმე არ გავუადვილო? არ გავინაწილო მასთან ერთად საოჯახო პასუხისმგებლობები, სახლის თუ სხვა საყოფაცხოვრებო საქმეები? არ ვიზრუნო მასთან ერთად ჩვენს შვილზე? ელემენტარულად, არ მოვუფრთხილდე და არ მოვუარო იმას, რასაც ჩემი ოჯახი ჰქვია? რატომ უნდა სჭირდებოდეს ამას აღნიშვნა? ეს ხომ თითქოს ისეთივე ჭეშმარიტებაა, როგორც ის, რომ სიცოცხლისთვის სუნთქვაა საჭირო? და მერე ვხვდები, რომ არიან მამაკაცები, ვინც „სუნთქვის გარეშე ცოცხლობენ.“ ვისთვისაც მოცემულობა არა ოჯახზე ზრუნვა, არამედ მხოლოდ საკუთარი თავია და ასეთ დროს თან უსუსურობის შეგრძნება მიპყრობს, თან უძლეველობის. მინდა ხოლმე ყველაფერი გავაკეთო, ყველა ხერხი ვიხმარო, რომ თითოეულ ადამიანს გავაგებინო, კაცები ზრუნავენ, ეს ასეა, ეს ასე უნდა იყოს, აუცილებლად, ყოველმიზეზგარეშე. სწორედ ამიტომ ჩავერთე ამ კამპანიაში, სწორედ ამიტომ მგონია, რომ თითოეული აგური და თუნდაც პატარა კენჭი, მნიშვნელოვანია, რათა ეს ჭეშმარიტება ყველამ შეისისხლხორცოს და დაშვებითაც კი არ დავუშვათ, რომ შეიძლება სხვანაირად იყოს"
კახა კინწურაშვილი
"როდესაც ფოტოების გადასაღებად მივდიოდით, იოანემ და მე ბევრი გზაში ვილაპარაკეთ, ვუხსნიდი სად მივდიოდით და რატომ. ბოლოს მითხრა - კარგია, როდესაც ადამიანები ერთმანეთზე ზრუნავენ და შენ - ჩემზე. ამ პროექტის ფარგლებში პირველად გავიგე ეს სიტყვები იოანესგან და ეს ჩემთვის ყველაზე ძვირფასი და მნიშვნელოვანია"
ლევან კობიაშვილი
"ჩემი მთავარი მონაპოვარი - შვილებია. ჩემთვის უპირველესია მათზე ზრუნვა, საუბარი, წიგნის წაკითხვა, მათთან ერთად ფეხბურთის თამაში. მე, როგორც მამას და მეუღლეს, მიმაჩნია რომ შვილების სქესს მნიშვნელობა არ აქვს, ისინი ჩემი საუკეთესო მეგობრები არიან და ვფიქრობ ბავშვების ჯანსაღად აღსაზრდელად მამების ჩართულობა უმნიშვნელოვანესია"
კამპანია "კაცები ზრუნავენ" გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისმა 2016 წლიდან, არასამთავრობო ორგანიზაცია We Care-თან თანამშრომლობით წამოიწყო გაეროს ერთობლივი პროგრამის "გენდერული თანასწორობისთვის" ფარგლებში, რომელიც შვედეთის მთავრობის ფინანასური მხარდაჭერით ხორციელდება.
კამპანია ეფუძნება ქვეყანაში არსებული სიტუაციის ანალიზსა და ითვალისწინებს საქართველოს სოციალურ-კულტურულ კონტექსტს. კამპანიის მიზანია წაახალისოს მამაკაცების, როგორც არამოძალადე და მზრუნველი მამების და მეუღლეების ჩართულობა ოჯახების ჯანმრთელობისა და კეთილდღეობისათვის, რათა მამაკაცებმა მეტად დაუჭირონ მხარი გენდერულ თანასწორობას და ამ გზით - საზოგადოების გაძლიერებას.
-
გადახედვარა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად რა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
-
გადახედვამოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი მოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი
-
გადახედვაშესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა შესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა
-
-
-
გადახედვაბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ ბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ
-
-
-
-
-
-
გადახედვაროდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა როდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა
-
გადახედვაბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ ბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი თავისუფალია ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია
-
გადახედვაშეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია შეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია
-
-
-
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა სალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა
-
გადახედვა"იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება "იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება
კომენტარები