რომის პაპი ფრანცისკე თბილისში 30 სექტემბერს ჩამოვა. ვატიკანის პრესსამსახური პაპი ფრანცისკეს საქართველოსა და აზერბაიჯანში ვიზიტის პროგრამას აქვეყნებს. პირველივე დღეს, პაპი გიორგი მარგველაშვილთან, მთავრობის სხვა წარმომადგენლებთან, დიპლომატიურ კორპუსთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან, პრეზიდენტის სასახლეში გამართავს შეხვედრას.

პაპი ასევე ეწვევა საპატრიარქოს, სადაც მართლმადიდებელი ეკლესიის კათოლიკოს პატრიარქს ილია მეორეს შეხვდება.

მეორე დღეს, 1 ოქტომბერს, რომის პაპი მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე მესას აღავლენს, რის შემდეგ, მცხეთაში სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარს მოინახულებს.

2 ოქტომბერს პაპი ფრანციკე ბაქოში გაემგზავრება, სადაც პრეზიდენტ ილჰამ ალიევს, კავკასიის მუსლიმთა სამმართველოს ხელმძღვანელობას, რუსული მართლმადიდებელი ეკლესიის წამომადგენლებსა და ებრაულ სათვისტომოს შეხვდება.