ალბანეთის რესპუბლიკასთან უვიზო რეჟიმი დაწესდა. ამის შესახებ ინფორმაცია განთავსებულია საქართველოს და ალბანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდებზე.

საქართველოს მოქალაქეს შეუძლია ვიზის გარეშე შევიდეს და დარჩეს ალბანეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე 90 დღე, ნებისმიერ 180 დღის განმავლობაში.