სასტუმრო ლეოგრანდის საქმეზე ბრალდებულებს, გიორგი მიქელაძეს და ფათიჰ იაუზის ბათუმის საქალაქო სასამართლომ ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა. დაცვის მხარე ბრალდებულების 20 000-ლარიანი გირაოთი გათავისუფლებას ითხოვდა, თუმცა სასამართლომ მათი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.

ბრალდების მხარე დაკავებულების პატიმრობაში დატოვებას ითხოვდა. ბრალდების მხარის პოზიციით, ბრალდებულების, გიორგი მიქელაძისა და ფათიჰ იაუზის გათავისუფლების შემთხვევაში მტკიცებულებების განადგურებისა და მიმალვის საფრთხე არსებობდა.

მომდევნო სასამართლო პროცესი 16 მაისს 13:00 საათზე გაიმართება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ოთხთვიანი გამოძიების შედეგად, სასტუმრო ლეოგრანდში სახანძრო უსაფრთხოების წესების დარღვევის ფაქტზე, ბათუმში, აღნიშნულ სასტუმროში მენეჯერულ პოზიციაზე მომუშავე 2 პირი დააკავა. ბრალდება ხუთიდან რვა წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.