კატალონიის მთავრობის ყოფილი ლიდერი კარლეს პუჩდემონი გერმანიის პოლიციამ დააკავა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

პუჩდემონი მაშინ დააკავეს, როცა ის მანქანით დანიისა და გერმანიის საზღვარს კვეთდა.

კატალონიის მთავრობის ყოფილი ხელმძღვანელი ესპანეთის მიერ გაცემული ევროორდერის საფუძველზე დააკავეს.

კარლეს პუჩდემონს ბრალად კატალონიის დამოუკიდებელ სახელმწიფოდ გამოცხადება ედება.

გაიგეთ მეტი:კატალონიის კრიზისი - დეტალები მოკლედ