ჯონ შეფნერს საინტერესო პროფესია აქვს - ის ყველაზე ცნობილი სატელევიზიო სახლების მაკეტებს ქმნის, მერე კი მათ რეალობად აქცევს. მას ისეთ სერიალებზე უმუშავია, როგორებიცაა Friends, The Big Bang Theory, Two and a Half Men და ასე შემდეგ.

სწორედ ამიტომ, ვინ, თუ არა მან, იცის პასუხი კითხვაზე - რატომ იყო მონიკას სახლის კედლები იისფერი?

"ფერი შოუს იდენტობის განსაზღვრისთვის უმნიშვნელოვანესია", - ამბობს შეფნერი, - "სიმართლე გითხრათ, როცა იისფერზე შევაჩერე არჩევანი, არავინ მეთანხმებოდა, მაგრამ მოგვიანებით აზრი შეიცვალეს. როცა რომელიმე არხზე რთავ და იისფერ კედლებს ხედავ, იცი, რომ "მეგობრებს" უყურებ. ამავე ეფეტს კრემისფერი კედლებით ვერ მივიღებდით".

შეფნერმა კიდევ ერთი საიდუმლო ხრიკი გაანდო Great Big Story-ს.

"სერიალის მხატვრის ერთ-ერთი ფუნქცია მომავალში ყურებაცაა, თუ, რა თქმა უნდა, ამის გაკეთება შეგიძლია. სწორედ ამიტომ, გადავწყვიტე, მონიკას ბინაში ჩამაშენებინა კარი, რომლის დანიშნულებაც თავადაც არ ვიცოდი. დარწმუნებული ვიყავი, რომ ამ კარს მომავალში სცენარისტები გამოიყენებდნენ".

საბოლოოდ, მონიკა უსარგებლო ნივთების მოყვარული აღმოჩნდა და ეს საიდუმლო ჩენდლერმა გაიგო.

სამწუხაროდ, ჯერჯეობით ისევ ამოუხსნელია, როგორ ქირაობდნენ ამ საკმაოდ მოზრდილ ბინას მონიკა და რეიჩელი, რომელთაგანაც ერთი, ძირითადად, დაუსაქმებელი იყო, მეორე კი რამდენიმე სეზონის განმავლობაში მიმტანად მუშაობდა.