ემი ადამსი და მარკ რუფალო ოსკარის მფლობელი ერთადერთი ქალი რეჟისორია, კეტრინ ბიგელოუს ახალ ფილმში, True American, მთავარ როლებს შეასრულებენ.

კინოსურათზე ერთობლივად ორი სტუდია Annapurna და Amazon იმუშავებს.

ფილმი ანანდ გირიდარადასის წიგნის ეკრანიზაცია იქნება, სიუჟეტი კი ტეხასში, 2001 წლის სექტემბერში ვითარდება, რამდენიმე დღით ადრე, სანამ ტერორისტები ნიუ-იორკში თვითმფრინავით ტყუპებზე თავდასხმას განახორციელებდნენ.

ჯერ-ჯერობით უცნობია როდის დაიწყება ფილმის გადაღება და ან როდის გამოვა ის ეკრანზე.