სასტუმრო ლეოგრანდში გაჩენილი ხანძრის საქმეზე ორი პირი დააკავეს. ერთ-ერთი დაკავებულის ოჯახის წევრების თქმით, დაკავებულს პასუხისმგებლობა არასამართლიანად დაეკისრა.

ოჯახის წევრები სასტმროს უფროსთან შეხვედრას მოითხოვენ. მათ აინტერესებთ, რა სახის ინფორმაცია გადასცა გამოძიებას მფლობელმა და რის გამო დააკავეს პირი, რომელსაც სახანძრო უსაფრთხოების საკითხები არ ეხებოდა.

ოჯახის წევრების განცხადებით, დაკავებული საწყობის გამგის პოზიციაზე მუშაობდა და ხანძრის დღეს სასტუმროში არ იმყოფებოდა, რადგან სამასხურის საქმეებზე იყო წასული.

ლეოგრანდში ხანძრის გაჩენის საქმეზე ოთხთვიანი გამოძიების შედეგად შსს-მ ორი მენეჯერი დააკავა. დაკავებულთაგან ერთი თურქეთის, ხოლო მეორე საქართველოს მოქალაქეა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სახანძრო უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი სწორედ ეს ორი პირი იყო. მათ მიერ ჩადენილი დანაშაული 5-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

2017 წლის 24 ნოემბერს ბათუმში, შავშეთის ქუჩაზე მდებარე სასტუმრო ლეოგრანდში ხანძარი გაჩნდა, რის შედეგადაც, შენობაში მყოფი 11 ადამიანი გარდაიცვალა, 19-მა პირმა კი სხეულის დაზიანება მიიღო.