საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრად ნინია კაკაბაძე უკვე მეხუთედ არ აირჩიეს. მას პარლამენტში კენჭი რამდენიმე წუთის წინ უყურეს. მის კანდიდატურას მხარი 11-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგი კი 40 იყო.

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატად ნინია კაკაბაძე საპარლამენტო უმცირესობამ დააყენა. მის ასარჩევად მინიმუმ 76 დეპუტატის მხარდაჭერა იყო საჭირო.

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატად უმრავლესობას მიღმა დარჩენილმა დეპუტატებმა აქამდე ოთხჯერ დაასახელეს.

საქართველოს პარლამენტმა საბჭოს წევრებად ზაზა შათირიშვილი და ბესიკ ლილუაშვილი აირჩია.

სამეურვეო საბჭოს წევრები გახდნენ: