დრიუ ბერიმორმა ჯეიკს კორდენის შოუში სტუმრობის დროს თქვა, რომ ბოლო პერიოდში მისი წონაში მომატება მედიამ და საზოგადოების ნაწილმა ტრაგიკულად აღიქვა.

მსახიობი იხსენებდა, რომ ნეტფლიქსის შოუს, Santa Clarita Diet, მეორე სეზონის გადაღებისას ის დიეტაზე იყო, თუმცა შედეგით მაინცდამაინც კმაყოფილი ჯერ ვერ არის.

ბერიმორი იხსენებს ერთი უცნობი ქალის კომენტარსაც, რომელსაც ის მომატებული კილოგრამების გამო ურსული ეგონა.

"ჩემთვის უცხო ადამიანი მოვიდა და მკითხა, ისევ ორსულად ხარ? ისედაც ამდენი შვილი გყავს, გაოცებისგან არც ვიცოდი რა მეპასუხა და ხუმრობა ვცადე. ვუთხარი - არა, ორსულად არ ვარ, უბრალოდ ღორივით გავსუქდი, ძუკნავ", - სიცილით იხსენებს მსახიობი.