კრივში მძიმე წონის მოქმედი ჩემპიონის ბრიტანელი ენტონი ჯოშუას (20-0) გადმობირებას შერეული ორთაბრძოლების ყველაზე პოპულარული ორგანიზაცია UFC ცდილობს.

გავრცელებული ინფორმაციით, UFC-ის წარმომადგენლები მისთვის ბრძოლის სანაცვლოდ 500 მილიონი დოლარის შეთავაზებას აპირებენ.

თუ ეს შეთანხმება მართლაც შედგება, ჯოშუა ბრიტანეთის ისტორიაში ყველაზე მდიდარი მებრძოლი გახდება.

31 მარტს გასამართ ბრძოლაში, რომელშიც ჯოშუა ჯოზეფ პარკერს უპირისპირდება, ბრიტანელი მოკრივე დაახლოებით 20 მილიონ დოლარს მიიღებს. ანუ, იმდენივეს, რამდენიც კლიჩკოს დამარცხებისას მიიღო.