ავღანეთში აშშ-ის გენერალმა, ჯონ ნიკოლსონმა განაცხადა, რომ ტერორისტულ დაჯგუფეფა თალიბანს რუსეთი იარაღიდ ამარაგებს. ამის შესახებ ნიკოლსონმა BBC-თვის მიცემულ ინტევრიუში ისაუბრა.

ნიკოლსონი ამტკიცებს, რომ რუსული იარაღი ავღანეთში უზბეკეთის საზღვრიდან ხვდება. მსგავსი ბრალდება რუსეთს არაერთხელ წარუდგინეს, თუმცა რუსეთი ბრალდებებს მუდამდ უარყოფდა.

"მედიაში თალიბების მონათხრობს ვისმენდით, სადაც მტრების მხრიდან ფინანსურ მხარდაჭერაზე ყვებოდნენ. ავღანელ ლიდერებს შტაბში იარაღი მოქჰონდათ და გვეუბნებოდნენ, რომ თალიბებს რუსებმა გადასცეს. ვიცით, რომ რუსეთი თანამონაწილეა", - ამბობს ნიკოლსონი.

ნიკოლსონი დარწმუნებულია, რომ რუსეთისა და თალიბანის თანმშრომლობა დიდი ხნის წინ არ დაწყებულა. მისი თქმით, რამდენიმე ხნის წინ რუსეთმა ტაჯიკეთთან ერთად ავღანეთის საზღვარზე კონტრტერორიტული სწავლება მოაწყო, რა დროსაც იარაღი გადმოიტანეს და სწავლების დასრულების შემდეგ ადგილზე დატოვეს.