ლეგენდარულმა არგენტინელმა ფეხბურთელმა დიეგო მარადონამ, რომელმაც თავის ქვეყანას 1986 წელს მსოფლიოს ჩემპიონატი მოაგებინა, რჩევები არგენტინის ნაკრების ამჟამინდელ ლიდერ ლეო მესის მისცა.

"მესის ვურჩევდი, რომ თამაში განაგრძოს და უბრალოდ სიამოვნების მიღებაზე იფიქროს".

"მსოფლიოს ჩემპიონატის მოგებას შესძლებს თუ არა, ნებისმიერ შემთხვევაში, მან უნდა დაივიწყოს კრიტიკოსები".

1986 წლის ჩემპიონისვე თქმით, მესის დასამტკიცებელი არაფერი აქვს:

"მან არავის არაფერი არ უნდა დაუმტკიცოს. უბრალოდ მოედანზე გამოვიდეს და სიამოვნება მიიღოს".

ბოლოს მარადონამ საკუთარი თავისა და მესის შედარებაც სცადა:

"ჩემსავით, ისიც ცაციაა და უყვარს თამაში. მე 57 წლის ვარ, შემომხედეთ.. მკვდარი ვარ, მაგრამ დღემდე მიყვარს ბურთზე ფეხის დარტყმა. ვფიქრობ, რომ კიდევ ბევრი რამით ვგავართ ერთმანეთს".