მიუხედავად იმისა, რომ Friends-ის დასრულებიდან 14 წელი გავიდა, ის დღემდე რჩება ამერიკული ტელევიზიის უპირობო ლიდერ სერიალად.

ჯენიფერ ენისტონმა, კორტნი კოქსმა, ლიზა კუდროუმ, მეთიუ პერიმ, მეთ ლებლანკმა და დევიდ შვრიმერმა მოახერხეს, მსოფლიო ტელევიზიის ისტორიაში შეექმნათ პერსონაჟები, რომლებიც პოპ-კულტურის განუყოფელ ნაწილად გადაიქცეოდნენ.

სერიალის ფანები ხშირად უყურებენ მათთვის საყავრელ ეპიზოდს მეათასედ, ან სულაც მთელ სერიალს დასრულების თანავე თავიდან იწყებენ. მიუხედავად იმისა, რომ ყველას, ვისაც მეგობრები უყვარს შოუ არაერთხელ აქვს ნანახი, შესაძლოა, დღემდე ვერ შეაჩნიეს, რომ ერთ-ერთ ეპიზოდში რეიჩელის მაგივრად დუბლიორი თამაშობს.

საუბარია მეცხრე სეზონის მეთხუტმეტე სერიაზე - The One With the Mugging

სერიის დასაწყისსში ჩვენ ვხედავთ რეიჩელს

მოგვიანებით, იგივე სცენაში, რეიჩელის მაგივრად სხვა მსახიობს ვხედავთ, რომელსაც მხოლოდ ის აქვს ენისტონის პერსონაჟთან საერთო, რომ მისი პერანგი აცვია. (აცვია თუ არა იგივე პერანგი ეგეც საკითხავია)

უფრო მკაფიო შედარებისთვის კი შეგიძლიათ ნახოთ ვიდეო: