ემა უოტსონის დიდი სიყვარული ცხოველების მიმართ უცხო და გასაკვირი ნამდვილად არ არის. მსახიობს უკვე წლებია ერთგული ოთხფეხა მეგობარი ჰყავს და ცხოველთა უფლებებსაც აქტიურად იცავს.

BuzzFeed-ის გადაცემაში სტუმრობისას, სადაც მას ფანების მიერ დასმული შეკითხვებისთვის უნდა ეპასუხა, ემას რამდენიმე კნუტი დაახვედრეს და მსახიობმაც რა თქმა უნდა ინტერვიუს ნაცვლად მათთან თამაში ამჯობინა.

"ყველა მათგანი მინდა, უნდა წავიყვანო", - ამბობდა ემა.

მიუხედავად იმისა, რომ ბრიტანელ მსახიობს ინტერვიუს ნაცვლად, საყვარელ კნუტებთან თამაში ერჩივნა, მან თავი მაინც ვერ აარიდა ფანების მიერ გამოგზავნილ კითხვებს.

ინტერივუდან გაიგებთ წამოიღო თუ არა რაიმე სუვენირი ემამ "მზეთუნახავი და ურჩხულის" გადასაღები მოედნიდან, ასევე რა იქნებოდა პირველი, რასაც ემა თავის გოგოს ასწავლიდა და იმას, თუ რას ნიშნავს იყო ფემინისტი ოცდამეერთე საუკუნეში.