მიუხედავად იმისა, რომ ბრეგაძეს კლინიკის დატოვება არ სურდა ის დაკითხვაზე დაიბარეს და კლინიკიდან გაეწერა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სანდრო ბრეგაძეს ვაკე-საბურთალოს სამმართველოში კითხავენ.

ქართული მარშის ლიდერის სტაციონარში დარჩენას ექიმები აუცილებლობად არ მიიჩნევდნენ, თუმცა ის კლინიკაში საკუთარი სურვილით, სუბიექტური ჩივილების მიზეზით რჩებოდა.

ღუდუშაურის კლინიკაში ამბობენ, რომ სანდრო ბრეგაძის ჩივილები გამოკვლევებით არ დასტურდება.

რუსთავი 2-თან გამართული აქციის შემდეგ ბრეგაძე დაკითხვაზე იმყოფებოდა. მისი განცხადებით, პოლიციელებმა მასზე იძალადეს. ქართული მარშის აქტივისტების თქმით, ბრეგაძემ სწორედ ამიტომ მიმართა საავადმყოფოს. ღუდუშაურის კლინიკაში განაცხადეს, რომ ბრეგაძეს გარეგანი დაზიანებები არ აღენიშნებოდა.