არაფერია იმაზე საშინელი, როცა შენი დაბადების დღის წვეულებაზე არც ერთი დაპატიჟებული სტუმარი არ მოდის.

აარონმა, თავის დაბადების დღეზე 8 კლასელს მოსაწვევები გაუგზავნა და გააფრთხილა, რომ წვეულების თემა ნეტფლიქსის პოპულარული სერიალი Stranger Things იქნებოდა.

სამწუხაროდ აარონის დაბადების დღეზე არც ერთი სტუმარი არ მივიდა, რამაც იუბილარის გული ძალიან დასწყვიტა.

გულმოკლული აარონის დამ ტვიტერზე პოსტიც დაწერა:

მოვლენებს კი ზუსტად ისეთი განვითარება ჰქონდა, როგორც ეს ჰოლივუდურ ფილმებში ხდება.

სერიალის მსახიობებმა მილი ბობი ბრაუნმა და გატენ მატარაცომ აარონს დაბადების დღე მიულოცეს და მხარდაჭერა აღუთქვეს:

"იქნებ შემდეგ წელს მეც დამპატიჟო" - შესთავაზა აარონს მილიმ.

მილის ტვიტს გამოეხმაურა გატენიც:

"მეც მიმათვალეთ...შოკოლადის პუდინგს მოვიტან" - წერს მატარაცო.

დარწმუნებულები ვართ, რომ ახლა აარონი ბედნიერიც კია იმით, რომ არც ერთი კლასელი მის დაბადების დღეზე არ მივიდა.