ფეისბუქის საბაზრო ღირებულება, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, $50 მილიარდით შემცირდა
სოციალური ქსელის გიგანტი, ფეისბუქი, დიდ სკანდალში გაეხვა და უდიდესი კრიზისის წინაშე დგას. კომპანია ხალხის ნდობას კარგავს, რაც მარკ ცუკერბერგის ყოფილი მენტორის აზრით, ფეისბუქის არსებობის დასასრულის დასაწყისი შეიძლება აღმოჩნდეს.
"მათ [ფეისბუქმა] ჯერჯერობით პირველი ნაბიჯიც არ გადადგეს, რომ შეცდომა ეღიარებინათ", - ამბობს როჯერ მაკნეიმი CNN-თან საუბარში.
"თუკი ისინი სწრაფად არ მიიღებენ გადაწყვეტილებას, ხალხი იფიქრებს, რომ ფეისბუქის ნდობა აღარ შეიძლება. ახლა სწორედ ამ საშიშროების წინაშე დგას კომპანია", - დაამატა მან კრისტიან ამანპურისთვის მიცემულ ინტერვიუში.
მაკნეიმი ამბობს, რომ 2016 წელს ის მარკ ცუკერბერგსა და მთავარ ოპერაციულ დირექტორს, შერილ სანდბერგს აფრთხილებდა, რომ ფეისბუქს სისტემური პრობლემები ჰქონდა.
"მათი პასუხი იყო, რომ ეს საკითხი საზოგადოებასთან ურთიერთობის პრობლემად აღმექვა და არა ბიზნესის პრობლემად", - ამბობს ცუკერბერგის ყოფილი მენტორი.
ფეისბუქი სკანდალში მისი მომხმარებლების ინფორმაციის გაჟონვის გამო გაეხვა. აკადემიკოსმა ალექსანდრ კოგანმა და მისმა კომპანიამ Global Science Research-მა, 2014 წელს შექმნა აპლიკაცია "thisisyourdigitallife". კომპანია მომხმარებლებს ფულს უხდიდა ფსიქოლოგიური ტესტის გავლის სანაცვლოდ, აპლიკაცია კი მონაცემებს აგროვებდა. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, აპლიკაცია ფეისბუქის მომხმარებლების შესახებაც აგროვებდა მონაცემებს. ამ გზით, კომპანიამ 50 მილიონზე მეტი მომხმარებლის ინფორმაციის მოპოვება შეძლო.
მოგვიანებით, ალექსანდრ კოგანმა შეგროვებული მონაცემები Cambridge Analytica-ს გაუზიარა. ამ უკანასკნელმა, მიღებული მონაცემების გამოყენებით შექმნა პროგრამა, რომელსაც არჩევნების შედეგებზე გავლენის მოხდენა შეეძლო. ამის შესახებ ინფორმაციას კრისტოფერ უილი ავრცელებს.
უილი ამტკიცებს, რომ Cambridge Analytica-სთვის მიყიდული ინფორმაცია, ფირმამ ადამიანების ფსიქოტიპური პროფილების შესაქმნელად გამოიყენა და შემდეგ მათ პრო-ტრამპისტულ მასალებს სწორი ფორმით ონლაინ აწვდიდა.
Cambridge Analytica-ს სკანდალმა ფეისბუქის რეპუტაციასთან ერთად, ფინანსური პრობლემებიც გამოიწვია - კომპანიის საბაზრო ღირებულება ბოლო ერთი კვირის განმავლობაში $50 მილიარდით დაეცა.
ფეისბუქი აქამდეც გახვეულა სკანდალებში. საქმე ეხება 2016 წლის აშშ-ს პრეზიდენტის არჩევნებს, სადაც რუსეთის მიერ წარმოებული პროპაგანდისტული საქმიანობა იკვეთება. კრიტიკოსები ფეისბუქს საყვედურობდნენ, რომ მან ვერ აღკვეთა რუსეთის ხელისუფლების მხრიდან დიდი რაოდენობით დეზინფორმაციის გავრცელება.
მარკ ცუკერგბერგს ამ დრომდე რაიმე სახის კომენტარი არ გაუკეთებია. აშშ-სა და დიდი ბრიტანეთის მთავრობები მარკ ცუკერბერგისა და სხვა პასუხისმგებელი პირების დაკითხვას უახლოეს პერიოდში აპირებენ.
-
გადახედვაატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს ატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს
-
გადახედვავცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო ვცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო
-
გადახედვამეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს მეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს
-
გადახედვაLIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა LIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა
-
გადახედვა126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს 126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს
-
-
გადახედვაჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
-
გადახედვაშსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა შსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა
-
გადახედვამანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა მანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა
-
გადახედვასანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო სანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო
-
გადახედვანიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს ნიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს
-
გადახედვათვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვა"ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს "ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს
-
გადახედვაჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა ჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა
-
გადახედვადააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს დააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს
-
გადახედვაორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე ორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე
-
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე როგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე
-
კომენტარები