ისრაელის არმიამ აღიარა სირიაში ატომური რეაქტორის განადგურება. ავია იერიშების შედეგად სირიაში, დეირ ერ-ძორის რეგიონში 2007 წლის 6 მაისს ატომური რეაქტორის განადგურებაზე საუბარია ისრაელის 21 მარტის ოფიციალურ განცხადებაში. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს.

განცხადების მიხედვით, მიტანილი იერიშების დროს განეიტრალდა საფრთხე, რომელიც ისრაელის არსებობას უქმნიდა საფრთხეს. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ატომური რეაქტორის მშენებლობის პროცესი, იმ დროისთვის, დასკვნით ფაზაში შედიოდა.

ისრაელის მონაწილეობის შესახებ ატომური რექტორის განადგურების დროსაც საუბრობდნენ, თუმცა ფაქტი არმიამ ოპერაციიდან 10 წლის შემდეგ აღიარა. სწორედ 21 მარტს გავიდა, სამხედრო ოპერაციის განხილვაზე დაწესებული 10-წლიანი აკრძალვა.

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ცნობით, განადგურებული ობიექტი, დიდი ალბათობით, ატომური ენერგიის რეაქტორი იყო და მის შექმნაში, სირიას ჩრდილოეთ კორეა ეხმარებოდა. სირია, რომელიც ბირთვული იარაღის გავრცელების ამკრძალავი შეთანხმების მონაწილეა, უარყოფს ამ ფაქტს.

უწყებამ გამოაქვეყნა ატომორი რეაქტორის განადგურების ოპერაციის ამსახველი ფოტო-ვიდეო მასალა. უწყების ცნობით, იერიშის მომენტისთვის, რეაქტორის მშენებლობა სრულდებოდა. ოპერაციაში მონაწილეობდა F-16 და F-15 ტიპის ოთხ-ოთხი გამანადგურებელი.

"2007 წელს, ჩვენ მიერ სირიაში, განხორციელებული ავიაიერიშების ძირითადი გზავნილი მარტივი იყო: ჩვენ არ დავუშვებთ ისეთი რისკების გამოჩენას, რაც ისრაელის არსებობს საფრთხეს შეუქმნის. ასეთი იყო ჩვენი გზავნილი 2007 წელს, ასეთია დღეს და ასეთი იქნება მომავლშიც", - ისრაელის არმიის განცხადებაში.