The Guardian-ის ინფორმაციით, ალ-ქაიდას ლიდერის, ოსამა ბინ ლადენის ვაჟი, მამის სიკვდილისათვის შურისძიებით ემუქრება ამერიკის შეერთებულ შტატებს. ამის შესახებ ინტერნეტში აუდიო ჩანაწერი გავრცელდა.

21 წუთიან სიტყვით გამოსვლაში, ჰამზა ბინ ლადენი აცხადებს, რომ იგი გააგრძელებს გლობალურ სამხედრო დაჯგუფებებში ბრძოლას შეერთებული შტატების წინააღმდეგ:

"თქვენს საკუთარ ქვეყანაში და მის გარეთაც მიზანში გვეყოლებით, იმის საპასუხოდ რომ ზეწოლას ახდენთ პალესტინელ, ავღანელ, სირიელ, ერაყელ, იემენელ, სომალელ და სხვა დანარჩენ მუსლიმ ხალხზე. ეს არ იქნება ოსამასთვის შურისძიება, როგორც პიროვნებისთვის, არამედ ეს იქნება შურისიება მისთვის, ვინც ისლამს იცავდა".

დაზვერვის სამსახურის, SITE Intel Group-ის ინფორმაციით, ჰამზა ბინ ლადენი ამერიკელ ხალს მიმართავს, რომ ისინი მათი ლიდერების გადაწყვეტილებაზე პასუხს აგებენ.

ოსამა ბინ ლადენი 2011 წელს, ამერიკის სპეცსამსახურებმა, პალესტინაში, ისლამაბადის სიახლოვეს მოკლეს. მასზე შტატების მიერ ყველაზე ფართომასშტაბიანი ძებნა იყო გამოცხადებული.

ოსამა ბინ ლადენს სამ კონტინენტზე მომხდარ ტერორისტულ აქტებში ადანაშაულებდნენ. ნიუ იორკსა და ვაშინგტონზე 2001 წლის 11 სექტემბრს მომხდარი კატასტროფული ტერორისტული თავდასხმების შემდეგ, პრეზიდენტმა ბუშმა საჯაროდ დადო პირობა, რომ ამერიკა თავდასხმების მთავარ ორგანიზატორს ოსამა ბინ ლადენს მოძებნის.

Guardian-ის ინფორმაციით, ჰამზა ამჟამად 20 წლისაა და 9/11-ის თავდასხმამდე, და მის შემდეგაც, მამასთან ერთად იყო ავღანეთში და შემდეგ უკვე პაკისტანში.