ყველაზე საქმიანი სოციალური ქსელი, LinkedIn-ი განვითარების ახალ ეტაპზეა და თავის მობილურ აპლიკაციაში ინოვაციებს ნერგავს. მართალია, უამრავი ადამიანი LinkedIn-ს Snapchat-ისთვის მიმბაძველობაში სდებს ბრალს, მაგრამ კომპანიას ეს არ აშინებს.

LinkedIn-ი აქტიურად მუშაობს ვიდეო-ფილტრების დამატაბაზე, რომელიც თემატურად შეეხება იმ ღონისძიებებსა და კონფერენციებს, რომელსაც თქვენ ესწრებით. ამ ეტაპზე, კომპანია რამდენიმე კონფერენციისა და ღონისძიების ფილტრის დამატებას განიხილავს, რადგან სრული გადაფარვა ჯერჯერობით უჭირს. მიუხედავად ამისა, დროთა განმავლობაში დაემატება სხვადასხვა ჩარჩოები, რომლის რედაქტირებასაც თავად შეძლებთ.

ფოტო: Engadget

თემატური ფილტრების გარდა, აპლიკაციაში მოცემული იქნება სხვადასხვა სახის ფილტრებიც, რომელიც შესაძლოა დაგჭირდეთ სიტუაციის წარმოსაჩენად. დაახლოებით ისე, როგორც ეს ინსტაგრამის შემთხვევაში ხდება.

შესაძლოა, LinkedIn მართლაც ბაძავდეს მის კონკურენტ სოციალურ ქსელებს, მაგრამ ფაქტი, რომ ინსტაგრამზე ან ფეისბუქზე გაკეთებული ვიდეოების ჩამოტვირთვა და LinkedIn-ზე ხელახლა ატვირთვა აღარ მოგიწევთ, უკვე კარგია.