გიორგი გაბუნია: მე არ ვაპირებ ბოდიშის მოხდას
"თუ ვინმემ ჩემი განცხადებების გამო შეურაცხყოფილად იგრძნო თავი, და ეს პირველად არ მომხდარა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ მე ვინმეს შეურაცხყოფა მივაყენე. ამიტომ ვთვლი რომ არავისთან საბოდიშო არაფერი არ მაქვს", - რუსთავი 2-ის ჟურნალისტმა გიორგი გაბუნიამ დღეს გადაცემა არჩევანის ანონსისას განაცხადა, რომ ქრისტეზე განცხადების გამო ის ბოდიშის მოხდას არ აპირებს:
"შესაძლებელია ჩემი, როგორც ასეთის არსებობაც შეურაცხმყოფელია, ბოდიში ხომ არ მოვიხადო იმისთვისაც რომ ვარსებობ? მე ამას არ გავაკეთებ".
გუშინ, 19 მარტს, რუსთავი 2-ის ოფისის ეზოში შენობასთან შეკრებილმა ნეო-ნაცისტური დაჯგუფების, ქართული მარშის წევრებმა, ალყა შემოარტყეს ავტომობილს, რომელშიც ჟურნალისტი გიორგი გაბუნია და არხის იურისტი თამთა მურადაშვილი იმყოფებოდნენ. მათ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს გიორგი გაბუნიას და შენობაში შესვლის შესაძლებლობა არ მისცეს.
ნეო-ნაცისტური ქართული მარშის ერთ-ერთ დამფუძნებელს, სანდრო ბრეგაძეს მიაჩნია, რომ გიორგი გაბუნიამ მათ "რელიგიურ გრძნობებს" შეურაცხყოფა მიაყენა, როცა 18 მარტს გადაცემა P.S.-ში იესო ქრისტეს ჯვარცმაზე ისაუბრა. მისივე თქმით, თუ გაბუანია არ მოიხდის ბოდიშს ეს "მისთვის ცუდი იქნება".
მოგვიანებით არხის გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ განაცხადა, რომ რელიგიური გრძნობების შელახვის გამო ჟურნალისტმა გიორგი გაბუნიამ საყვედური მიიღო. მისი თქმით, 18 მარტს გადაცემა კურიერი P.S.-ში, იესო ქრისტეზე გიორგი გაბუნიას მიერ გამოთქმული მოსაზრებებით, მორწმუნეების რელიგიური გრძნობები შეილახა. დარღვევა არხის ეთიკის კომისიამ დაადგინა. გვარამია ამბობს, რომ მსგავსი ქმედებებისგან ჟურნალისტმა თავი უნდა შეიკავოს.
ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მიმართავს შინაგან საქმეთა სამინისტროს და პროკურატურას, დროულად გამოიძიონ ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ჟურნალისტებზე 19 მარტს მომხდარი თავდასხმის ფაქტი.
ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის პოზიციით, ჟურნალისტურ სტანდარტებზე სამსჯელოდ არსებობს თვითრეგულირების მექანიზმები, მათ შორის საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია და ეს პლატფორმებია ყველაზე ეფექტური ჟურნალისტის პროფესიული და ეთიკური გადაწყვეტილებების შესაფასებლად.
ტელეკომპანია რუსთავი 2-ის შენობასთან ქართული მარშის 6 წევრი დააკავეს. მარშის წევრებმა ტელეკომპანიის თანაშრომლებს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცყოფა მიაყენეს.
შინაგან საქმეთა სამინისტრო დაკავებულებს სამართალდამცავისადმი დაუმორჩილებლობასა და წვრილმან ხულიგნობას ედავება.
-
გადახედვამეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს მეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს
-
გადახედვაLIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა LIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა
-
გადახედვაკროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით კროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით
-
-
-
გადახედვაჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
-
გადახედვაშსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა შსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა
-
გადახედვამანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა მანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა
-
გადახედვასანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო სანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო
-
გადახედვანიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს ნიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს
-
გადახედვა"ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს "ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს
-
გადახედვაჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა ჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა
-
გადახედვატროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან ტროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან
-
გადახედვავენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ ვენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ
-
გადახედვაორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე ორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე
-
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვაემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ ემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე როგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე
-
კომენტარები