გაინტერესებთ თბილისელების დილის რუტინა?

ეისითის კვლევის მიხედვით, თბილისის მოსახლეობის 41% 06:01-დან 08:00-მდე პერიოდში იღვიძებს. 08:01-დან 10:00 საათამდე იღვიძებს გამოკითხულთა 39% , ხოლო 10:01-12:00 პერიოდში – 9%. მოსახლეობის ყველაზე მცირე ნაწილი (4%) იღვიძებს 12:01 საათზე ან უფრო გვიან, რაც შეეხება იმ ადამიანების რიცხვს, რომლებიც ყველაზე ადრე (06:00 ან უფრო ადრე) იღვიძებენ, მათი რაოდენობაც საკმაოდ დაბალია და 6%-ს შეადგენს.

კვლევა თბილისის მაშტაბით, შემთხვევითი შერჩევის გზით 403 ზრდასრულ თბილისის მოსახლეს შორის პირდაპირი ინტერვიუს გზით ჩატარდა. მონაცემთა სტატისტიკური ცდომილება საშუალოდ 3.0%-6.5%-იან შუალედში მერყეობს.