მანჩესტერ იუნაიტედის ნახევარმცველმა პოლ პოგბამ პსჟ-ის ბრაზილიელ ლიდერ ნეიმარზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ სიამოვნებით იქნებოდა მისი გუნდელი. საინტერესოა, რომ 2016 წელს თავად ნეიმარი ამბობდა, რომ პოგბასთან თამაში სურდა.

"მახსოვს მისი კომენტარი. იგი მეც ძალიან მომწონს. ვიცი, რომ ბრაზილიაში ფეხბურთი ყველაფერია. ნეიმარის ცრუმოძრაობებისა და ტექნიკის ცქერა ერთი სიამოვნებაა".

"მსოფლიოში ყველამ იცის, თუ ვინაა ნეიმარი და რას აკეთებს. ერთ დღესაც მის გვერდით სიამოვნებით ვითამაშებდი" - აღნიშნა პოგბამ, რომელმაც მანჩესტერის უკანასკნელი მატჩი (ბრაიტონის წინააღმდეგ) სათადარიგოთა სკამზე გაატარა.