დისნეიმ უკვე დიდი ხანია აქტიურად დაიწყო ძველი ანიმაციურიების მხატვრულ ფილმებად გადაღება.

კინოსტუდიამ უკვე შექმნა ან ახლა მუშაობს "კონკიას", "მზეთუნახავი და ურჩხულის", "მულანის", "მეფე ლომის", "ალადინის" და სხვა ლეგენდად ქცეული მულტფილმების ახალი ვერსიები, მათ რიცხვს კი უკვე "ლედი და მაწანწალა" შეუერთდა.

ანიმაცია 1955 წელს გამოვიდა და მაშინვე გახდა ყველასათვის ერთ-ერთი საყვარელი მულტფილმი.

ახალ ვერსიაზე სცენარისტი და რეჟისორი ჩარლი ბინი იმუშავებს.