HBO-ს საკულტო სერიალის სექსი დიდ ქალაქშის ვარსკვლავმა, სინტია ნიქსონმა, ნიუ-იორკის გუბერნატორის პოზიციაზე საბრძოლველად საკუთარი კანდიდატურა დააყენა.

ნიქსონი კენჭს დემოკრატების პარტიის სახელით იყრის.

"ის არასტანდარტული კანდიდატია პერსპექტიული შესაძლებლობებით. მას შეუძლია ადამიანების შთაგონება", ამბობს ბილ ისტონი, ხარისხიანი განათლების ადვოკატირების ჯგუფის ხელმძღვანელი.