ჩვენმა მკითხველმა უკვე იცის, რომ ამერიკის ვარსკლავის შესარჩევი ტური მიმდინარეობს, რომლის ჟიურის ერთ-ერთი წევრი ამერიკელი მომღერალი კეტი პერია.

როდესაც ჟიურის მეორე წევრმა, ლუკ ბრაიანმა, ერთ-ერთ მონაწილეს ჰკითხა, თუ ვინ იყო მისთვის მისაბაძი არტისტი, კონკურსანტმა თქვა:

"მაპატიე კეტი, მაგრამ ეს ტეილორ სვიფტია, მე მიყვარს ტეილორ სვიფტი".

"საბოდიშო არაფერი გაქვს, მეც მიყვარს ტეილორ სვიფტი", - უპასუხა კეტიმ, თუმცა დააკონკრეტა - "როგორც კომპოზიტორი".

წლების განმავლობაში არ წყდებოდა მითქმა-მოთქმა ტეილორ სვფტისა და კეტი პერის დაპირისპირების შესახებ. როგორც ტეილორმა როლინგ სტოუნზს უთხრა, Bad Blood-ის ინსპირაცია მომღერალი ქალი იყო, რომელმაც მისი ერთ-ერთი ტურნეს დროს მოცეკვავეების "მოპარვა" სცადა და ამით თითქმის მთელი კონცერტი ჩაუშალა. თუმცა, როგორც სვიფტს სჩვევია, მან პერსონის იდენტიფიცირებისგან თავი შეიკავა.

პერიმ გასულ წელს ჯეიმს კორდონთან აღიარა, რომ სწორედ თავად იყო ეს მომღერალი და იმ მოცეკვავეების "გადაბირება სურდა, რომლებიც სვიფტს "რეზერვში" ჰყავდა. მან თქვა, რომ ტეილორთან სიტუაციის გარკვევა სცადა, თუმცა სვიფტმა მის ზარებს არ უპასუხა. პერის თქმით, ტეილორი უყვარს და პატიებას სთხოვს, რადგან ქალები ერთად უნდა იყვნენ და ერთმანეთს არ უნდა ებრძოდნენ.

კეტი პერიმ ამ სეზონის American Idol-ში რამდენიმე დამამახსოვრებელი მომენტი უკვე შექმნა: როდესაც ბაყაყის იმიტაცია გააკეთა და როდესაც კონკურსანტი ბიჭი ტუჩებში კოცნით უკმაყოფილო დატოვა.