გერმანიაში მდებარე მაქს პალანიკის სახელობის ინსტიტუტის კვლევის თანახმად, ადამიანები არაქნოფობიით, იგივე ობობების შიშით, იბადებიან, თუმცა ავსტრალიელი ანდრეა გოფტონი საშუალო სტატისტიკური ადამიანების რიგში არაა.

მან წყალდიდობის დროს, ხის ტოტზე შეფარებული ვეება ობობა დახრჩობისგან იხსნა და ვიდეო ფეისბუქზე გამოაქვეყნა. "საკმაოდ დიდია", - ისმის ვიდეოში მისი ხმა და ობობის ზომის შესაფასებლად, მას თავის ხელს ატოლებს.

"დღის სიხარული - ობობა გადავარჩინე" - წერს ის ვიდეოზე, რომელსაც უკვე 230 ათასზე მეტი ნახვა აქვს. გოფტონის თქმით, გამვლელებს ობობის მოკვლა სურდათ

ანდრეას თქმით, მან ობობა შედარებით მშრალ ადგილზე გაუშვა.

ავსტრალიელებისთვის გველები და ობობები რომ უცხო არაა, ყველამ კარგად იცის, განსაკუთრებით ჩვენმა მკითხველმა. ადგილობრივებმა მალევე ამოიცნეს ობობის სახეობა, რომელიც "მსტვენავი" ობობა, იგივე ტარანტული აღმოჩნდა, რომელიც ავსტრალიაში, ჩრდილოეთ ქუინსლენდში საკმაოდ მომრავლებულია. ის ადამიანებისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს, თუმცა შეუძლიათ კბენით ძაღლები და კატები დააავადონ.

განსახილველია ისიც, რომ შესაძლოა ანდრეამ შიშის მიუხედავად საბრალო არსება მაინც გადაარჩინა, რაც მის სიკეთესა და მზრუნველობაზე მიუთითებს. თუმცა, ინტერნეტის მომხმარებლები მაინც გაოცებულები არიან.

"[კითხვისას] მხარზე ჩაის ტილო ჩამომიცურდა და შიშისგან შევხტი" - წერს ერთი

"ამაზე კიდევ ვიფიქრე და გადავწყვიტე, რომ დიდი ობობები ჯანდაბაში უნდა წავიდნენ" - წერს იგივე მომხმარებელი მეორე დღეს

"ადგილობრივებმა ეს არსება წყალდიდობისგან იხსნეს. ხალხო ეს ციყვი ან ძაღლი არაა, ეს ობობაა!"

"ეს 40-სანტიმეტრიანი ობობა ქუინსლენდში გადაარჩინეს, ჯანდაბა!"

თუმცა იყვნენ ისინიც, ვინც ანდრეას სიკეთე და სიმამაცე დააფასა.

"ძლივს! ვიღაცამ ობობების გადარჩენაც დაიწყო, რა საყვარლობაა!"

"როცა ობობები შემოგვესევიან, ალბათ ამ სიკეთეს დააფასებენ"