რუსთავი 2-ის ჟურნალისტის, გიორგი გაბუნიას მანქანას ძალადობრივი დაჯგუფების ქართული მარშის წევრებმა ალყა შემოარტეს და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. მარშმა გაბუნიას შენობაში შესვლის შესაძლებლობა, დაახლოებით, 15 წუთის განმავლობაში არ მისცა.

ნეო-ნაცისტური ქართული მარშის ერთ-ერთ დამფუძნებელს, სანდრო ბრეგაძეს მიაჩნია, რომ გიორგი გაბუნიამ მათ "რელიგიურ გრძნობებს" შეურაცხყოფა მიაყენა, როცა 18 მარტს გადაცემა P.S.-ში იესო ქრისტეს ჯვარცმაზე ისაუბრა:

"ახალგაზრდული ფრთა აპროტესტებდა უფალი ჩვენი იესო ქრისტეს შეურაცხყოფას რუსთავის 2-ის ჟურნალისტის, გიორგი გაბუნიას მიერ. მას სთხოვენ ბოდიშის მოხდას".

მისივე თქმით, თუ გაბუანია არ მოიხდის ბოდიშს ეს "მისთვის ცუდი იქნება":

"მას მორალურად გაუჭირდება იმ საზოგადოებაში ცხოვრება, რომელ საზოგადოებაშიც ვცხოვრობთ".