ფაროსანასთან საბრძოლველად აშშ-ს მთავრობამ საქართველოსათვის $3,5 მილიონი გამოყო. აშშ-ს საელჩოს ცნობით, ამ დახმარების პირველი ნაწილი, ამერიკული წარმოების 10,000 ხაფანგი, უკვე საქართველოშია.

ხაფანგები გუშინ სურსათის ეროვნულ სააგენტოს გადაეცა. ისინი დამზადებულია ამერიკული კომპანია Trécé-ს მიერ ამერიკის სოფლის მეურნეობის ტექნოლოგიებზე დაყრდნობით.