ლა ლიგის 29-ე ტურში, რომელიც 18 მარტს გაიმართა, მადრიდის რეალმა შინ ხირონა მიიღო და ანგარიშით 6:3 დაამარცხა. მადრიდელთა ლიდერმა კრიშტიანუ რონალდუმ პოკერი შეასრულა და 2018 წელს ქვეყნის ჩემპიონატში 18 გატანილი გოლი დაუგროვდა.

ამ მაჩვენებლით მან გადაასწრო ისეთ გუნდებს, როგორიც არსენალი (17 გოლი), მილანი (17 გოლი), მანჩესტერ იუნაიტედი (15 გოლი), დორტმუნდის ბორუსია (15 გოლი) და ლონდონის ჩელსია (13 გოლი).

მადრიდელებმა ამ გამარჯვებით მესამე ადგილზე გადაინაცვლეს და მეორეადგილოსან ატლეტიკოს 4 ქულით ჩამორჩებიან.

მიუხედავად რონალდუს პოკერისა, ესპანეთის ჩემპიონატის ბომბარდირთა სიაში პირველ ადგილს 25 გოლით ლიონელ მესი იკავებს.