26 წლის ნეიმარი ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი გახდა, როდესაც ბარსელონადან პსჟ-ში გადავიდა, თუმცა ბოლო დღეებში ხშირად იწერება, რომ მან, შესაძლოა, პარიზულ გუნდში დარჩენა აღარ ისურვოს.

ნეიმარის მეგობრისა და მარსელის ბრაზილიელი ნახევარმცველის ლუის გუსტავოს თქმით, პარიზელებს მისი შენარჩუნება გაუჭირდებათ:

„ჩვენ ვიცით, რომ მისი დონის ფეხბურთელებში ერთი კლუბიდან მეორეში გადასვლის ალბათობა მაღალია“.

„ჩვენთვის, ქვეყნისთვისაც და ჩემპიონატისთვისაც კარგი იქნება, თუ იგი საფრანგეთში დარჩება. ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები“ - აღნიშნა გუსტავომ.