საქართველოს სახალხო დამცველ, ნინო ლომჯარია იმ ქალებს შეხვდა, რომლებიც ზვიად დევდარიანს სექსუალურ ძალადობაში ადანაშუალებენ. ომბუდსმენის აპარატის ინფორმაციით, ქალების მონათხრობი შეიცავდა როგორც სავარაუდო სექსუალური შევიწროების, ასევე სექსუალური ხასიათის ძალადობის ნიშნებს.

"ფაქტებს სახალხო დამცველი საკუთარი ინიციატივით შეისწავლის, დისკრიმინაციის და ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის მექანიზმის ფარგლებში. შესწავლის პროცესი ყველა მონაწილე მხარის ფუნდამენტური უფლებების, ღირსების, პატივისა და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის პრინციპების დაცვით წარიმართება", - აღნიშნულია სახალხო დამცველის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ომბუდსმენის აპარატის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ზვიად დევადარიანის მიმართ ბრალდებების შესახებ ნინო ლომჯარიასთვის მისი საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრად დასახელების შემდეგ გახდა ცნობილი.

ამავე თემაზე: