18 მარტს საპრეზიდენტო არჩევნებზე ვლადიმერ პუტინმა პირადი რეკორდი დაამყარა და ხმების 76,65 პროცენტი (55,7 მილიონი) მიიღო. ამ ეტაპზე რუსეთის ცენტრალურ საარჩევნო კომისიას ხმების 99,84 პროცენტი აქვს დათვლილი.

ხმების ყველაზე დაბალი მაჩვენებელი პუტინმა პირველ საპრეზიდენტო არჩევნებზე, 2000 წელს მიიღო - 52,94 პროცენტი. 2004 წელს მან ხმების 71,31 პროცენტი მოიპოვა, ხოლო 2012-ში - 63,6 პროცენტი.

მოქალაქეების აქტივობამ 67,43 პროცენტი შეადგინა. შედეგები ასე გამოიყურება:

  • ვლადიმერ პუტინი - 76,65 პროცენტი;
  • პაველ გრუდინინი - 11,81 პროცენტი;
  • ვლადიმირ ჟირინოვსკი - 5,67 პროცენტი;
  • ქსენია სობჩაკი - 1,66 პროცენტი;
  • გრიგორი იავლინსკი - 1,04 პროცენტი;
  • ბორის ტიტოვი - 0,76 პროცენტი;
  • მაქსიმ სურაიკინი - 0,68 პროცენტი;
  • სერგეი ბაბურინი - 0,65 პროცენტი.

ვლადიმერ პუტინს გამარჯვება უკვე მიულოცეს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის, სერბეთის, ვენესუელის, ბოლივიის, კუბისა და ბელორუსიის ლიდერებმა.

გაიგეთ მეტი: