2018 წლის იანვარ-თებერვალში, წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით, საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა 16,3 პროცენტით გაიზარდა. სტატისტიკურ მონაცემებს საქსტატი ავრცელებს.

წელს, პირველ ორ თვეში საგარეო სავაჭრო ბრუნვა 1 683,5 მლნ ამერიკული დოლარი იყო. აქედან ექსპორტი 446,4 მლნ აშშ დოლარი იყო, იმპორტი კი - 1 237,1 მლნ აშშ დოლარი.