ცნობილი ამერიკული მუსიკალური ჯგუფი Cigarette After Sex ივლისში, სავარაუდოდ, თბილისში ჩამოსვლას აპირებს. ამის შესახებ ინსტაგრამის ოფიციალურ გვერდზე ერთ-ერთ მომხმარებელს კომენტარად დაუწერეს.

ჯგუფის ოფიციალურ ვებგვერდზე თბილისში ჩამოსვლის შესახებ არაფერი წერია. ამ ეტაპზე აპრილის ბოლომდე ჯგუფს ამერიკის მასშტაბით აქვს ტურნე, შემდეგ ორი კონცერტი აქვთ ისრაელში და 15 მაისიდან აგვისტოს ბოლომდე კონცერტებს ევროპაში გამართავს.