რუსეთის მოქალაქემ, ცნობილმა ფრანგმა მსახიობმა, ჟერარ დეპარდიემ რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა მიიღო. მან სასურველ კანდიდატს ხმა საფრანგეთის საელჩოში გახსნილ საარჩევნო უბანზე მისცა. ინფორმაცია და ვიდეომასალა ტვიტერზე გავრცელდა.

2013 წელს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ფრანგ მსახიობ ჟერარ დეპარდიეს რუსეთის მოქალაქეობა მიანიჭა. დეპარდიემ რუსეთის პრეზიდენტს მოქალაქეობის მინიჭების მოთხოვნით თავად მიმართა.