ბაია პატარაია სექსუალურ შევიწროებაში დადანაშაულებული, ზვიად დევდარიანის საქმეში არ მიიღებს მონაწილეობას და საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოსთვის შესარჩევ კონკურსს ეთიშება. მიზეზად პატარაია დევდარიანთან მეგობრობას და ინტერესთა კონლიქტს ასახელებს. ამის შესახებ მან საკუთარ ფეიბუქ გვერდზე დაპოსტა.

ქალთა მოძრაობამ სამეურვეო საბჭოს კონკურსის ერთ-ერთი მონაწილე ზვიად დევდარიანი სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულა.

ქალთა მოძრაობა საქართველოს პარლამენტს და სახალხო დამცველს მიმართავს, რომ პარლამენტმა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრად არ აირჩიოს ომბუდსმენის მიერ წარდგენილი კანდიდატი, ზვიად დევდარიანი.