66 წლის ბრაზილიელი მსახიობი, ვერა ფიშერი, ხანგრძლივი პაუზის შემდეგ სერიალებს უბრუნდება. ინფორმაცია ამის შესახებ მსახიობმა ინსტაგრამზე გამოაქვეყნა.

ვერა ფიშერი რამდენიმე წლის წინ გულის შეტევით საავადმყოფოში გადაიყვანეს და ხელოვნური სუნთქვის აპარატზე შეაერთეს. ექიმები ამბობდნენ, რომ მსახიობის გადარჩენის შანსი მინიმალური იყო, თუმცა ვერამ ძალების აღდგენა მოახერხა და 2012 წელს გლორია პერესის სერიალში, "მამაცი ქალი", მიიღო მონაწილეობა, გადასაღებ მოედანზე ის რამდენჯერმე გახდა ცუდად, ამიტომ მისი პერსონაჟი გლობოს სერიალში იშვიათად ჩანდა. ავადმყოფობის გამო ვერამ კარიერაში პაუზა აიღო და ეკრანზე გამოჩენაზე უარი თქვა.

რამდენიმე თვის წინ ის თეატრის სცენას დაუბრუნდა, ახლა კი სერიალშიც ბრუნდება.

ვერა ფიშერი ქართველი მაყურებლისთვის სერიალ "ოჯახური ურთიერთობების" და "კლონის" შემდეგ ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი მსახიობი გახდა.