Doctor Who-ს ვარსკვლავი დევიდ ტენანტი და ოქროს გლობუსის მფლობელი ჯენიფერ გარნერი HBO-ს ახალ სერიალში, Camping, მთავარ როლებს შეასრულებენ.

კომედიური ჟანრის სერიალის პროდიუსერი ლინა დანემია.

ახალი შოუს სიუჟეტი ცოლ-ქმრისა და მათი მეგობრების მოგზაურობის შესახებ გვიყვება, რომელიც ისე არ ვითარდება, როგორც დაგეგმილი იყო.